მოსკოვი შეერთებული შტატებისა და კანადის მიერ ახალი სანქციების დაწესებას ეხმაურება. საგანგებო განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონისა და ოტავის სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს. ლუკაშევიჩის განმარტებით, სანქციების დამატებითი პაკეტის დაწესებით დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებით არ არის დაინტერესებული.