ერაყელმა ქურთებმა მორიგ ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწიეს. ამერიკული ავიაციის დახმარებით მათ სინჯარის მთებში "ისლამური სახელმწიფოს" ალყა გაარღვიეს. ქურთების შეტევა ოთხშაბათს დილით დაიწყო და 2 დღეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ამერიკულმა ავაგამანადგურებლებმა ისლამისტთა პოზიციებზე 45 ავიადარტყმა განახორციელეს. ჯიჰადისტთა ალყაში იეზიდების რამდენიმე ტომი აგვისტოდან იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები