პაკისტანის ხელისიფლება ტერორისტებთან ბრძოლას ააქტიურებს. მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ამჯერად ჰაიბერის პროვინციაში ჩატარდა. ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში სახელისუფლო ძალებმა იერიში თალიბანის პოზიციებზე მიიტანეს. სპეცოპერაციას 59 თალიბი ემსხვერპლა. მასშტაბური სამხედრო რეიდები პაკისტანის ხელისუფლებამ პეშევარში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო დაიწყო, რასაც, ბოლო მონაცემებით, 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები