ბრიუსელმა ყირიმს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროპის მოქალაქეებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ტურისტულ სფეროში მოღვაწეობა და ინვესტიციების ჩადება აეკრძალათ. შეზღუდვები ძალაში ხვალიდან შევა. "20 დეკემბრიდან ყველანაირი ინვესტიცია ყირიმსა და სევასტოპოლში იქნება უკანონო. ასევე იკრძალება ყირიმში უძრავი ქონებისა და საწარმოების შესყიდვა და ყირიმული კომპანიების დაფინანსება,"-ნათქვამია ევროკავშირის სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში.