ევროკავშირი ფინანსურ დახმარების სანაცვლოდ უკრაინას გადაუდებელი რეფორმების გატარებას სთხოვს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. "ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ იმ პირობით, თუ კიევი ეფექტურ ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებს და მასშტაბურ ბრძოლას დაიწყებს კორუფციის წინააღმდეგ. რაც შეეხება უკრაინის შეიარაღების თემას, ეს საკითხი სამიტზე არ განხილულა,"-განაცხადა მერკელმა. გერმანიის კანცლერმა რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების პირობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სანქციების გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული.
მასალის გამოყენების პირობები