რუსეთი საფრანგეთისგან მისტრალებს ვერ მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
"მე უკვე არაერთგზის აღვნიშნე, რომ ამ ეტაპზე არანაირი პროგრესი მიღწეული არ არის. კონტრაქტის პირობების შესრულება იმაზე იქნება დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს,"-განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.