ობამამ ანტირუსულ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ირნესტმა განაცხადა. მისივე თქმით, კონგრესის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის უფლებამოსილებას აძლევს, უკვე ხელმოწერილია, თუმცა ბარაქ ობამა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ჯერჯერობით არ აპირებს. კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტით საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ამერიკის პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებულ სტატუსს იღებენ.