პოროშენკო უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აბრუნებს. პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში სპეციალურინ კანონპროექტი შეიტანა, რომელიც უკრაინას ბლოკში არშემავალი ქვეყნის სტატუსს უხსნის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბლოკში არშემავალი ქვეყნის სტატუსმა უკრაინა სამხედრო აგრესიისგან ვერ იხსნა, რამაც მისი არაეფექტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნატოში ინტეგრაციაზე უარი უკრაინამ 2010 წელს პრეზიდენტ იანუკოვიჩის მმართველობის დროს თქვა.