თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მსახიობმა ლაშა სესიტაშვილმა უდიდეს წარმატებას მინსკის I საერთაშორისო საშობაო ვოკალისტთა კონკურსზე მიაღწია. კონკურსში 21 სხვადასხვა ქვეყნის მომღერალი იღებდა მონაწილეობას. ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების (უკრაინა, ბულგარეთი, რუსეთი, ავსტრია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა) დირექტორები ისხდნენ, 180 კონკურსანტს შორის ლაშა სესიტაშვილი გამოჰყვეს და III პრემია გადასცეს .
საერთაშორისო საშობაო ვოკალისტთა კონკურსი ჩატარდა როგორც მინსკის საერთაშორისო საშობაო საოპერო ფორუმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბელორუსიის დიდ თეატრში 12-18 დეკემბერს გაიმართა. ფორუმი გაიხსნა პრემიერით, რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზები"-თ. მასში მთავარ პარტიას საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებდა. დღეს კი, 18 დეკემბერს, მინსკში საერთაშორისო საშობაო ვოკალისტთა კონკურსის გამარჯვებულთა გალა-კონცერტია, რომელშიც ლაშა სესიტაშვილი იღებს მონაწილეობას.