,,იმისათვის, რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიოს, ქართული მხარე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ კონტაქტზე უნდა დათანხმდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს დაელაპარაკოს." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრეს-კონფერენციაზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს კითხვა ტელეკომპანია ,,მაესტრომ" დღეს მოსკოვში გამართულ გაფართოებულ პრეს-კონფერენციაზე დაუსვა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ურთიერთობა საკამოდ გართულდა და ამ ვითარებიდან გამოსავლის მონახვა ძნელია.
მასალის გამოყენების პირობები