არავის აქვს უფლება, ტერორისტთა ნათესავებს გაუსწორდეს, მათ შორის, არც რამზან კადიროვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. "რაც შეეხება ტერორისტთა ნათესავებზე ანგარიშსწორებას, რესპუბლიკიდან მათ განდევნას და ა.შ. ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, შემდეგია: რუსეთში ყველამ უნდა დაიცვას მოქმედი კანონები და არავის აქვს უფლება, მათ შორის, არც ჩეჩნეთის ლიდერს, სასამართლომდე ვინმეს ანგარიშები უსწოროს. როგორც ვიცი, ადამიანები, ვინც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სახლები დაწვა, ნიღბებით იყვნენ. მომხდარს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. რაც შეეხება კადიროვს, მან განცხადებები ემოციურ ნიადაგზე გააკეთა და ამით შესაძლოა ვინმეს ესარგებლა,"-განაცხადა პუტინმა. გროზნოში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ღიად განაცხადა, რომ ტერორისტთა ნათესავებს მკაცრად გაუსწორდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები