პუტინმა ქართველი ჟურნალისტი ალოდინა. დიდ პრესკონფერენციაზე დიმიტრი პესკოვმა კითხვის დასმის უფლება საქართველოს წარმომადგენელს მისცა, თუმცა კრემლის ლიდერის მითითებით მიკროფონი თურქ ჟურნალისტს გადასცეს, ამის შემდეგ კი პუტინმა კითხვის დასმის უფლება ჩინეთის წარმომადგენელს მისცა. "გთხოვთ, მიკროფონი სააგენტო სინხუას წარმომადგენელს მისცეთ. ჩინეთი გაცილებით დიდი ქვეყანაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ,"-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ჩინელი ჟურნალისტის შემდეგ პუტინმა მიკროფონი "ფაინანშალ თაიმსის" წარმომადგენლისთვის გადააცემინა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მიკროფონი მაესტროს ჟურნალისტს, თამარ გოცირიძეს გადასცეს, რომელიც შექმნილმა უხერხულობამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა. "მეგონა, აღარ მიპასუხებდით,"-განაცხადა ჟურნალისტმა.