საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და მათ აღიარებაზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იცის, როგორი მტკივნეული თემაა ეს ქართველი ხალხისთვის, მაგრამ მას ,,სხვა გზა არ ჰქონდა."
,,თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა გაქცეულია საქართველოდან, რაშიც, მერწმუნეთ, ბრალი მე არ მიმიძღვის, ვეუბნებოდი, ვაფრთხილებდი, არ გინდა ამის გაკეთება, ძალას ნუ გამოიყენებ, საომარ მოქმედებებზე ნუ გადახვალ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ვიცი, რომ ეს საკითხი ქართველი ხახლისთვის ძალიან მტკივნეულია და ღია ჭრილობად აჩნიათ, მაგრამ დამიჯერეთ, მე სხვა გზა არ მქონდა.
ყველა ჩვენ გვადანაშაულებს, თქვენ მოახდინეთ პროვოცირებაო, გვეუბნებიან, არადა ვაფრთხილებდი მიხეილ სააკაშვილს... როცა მან ეს გაფრთხილება ყურად არ იღო, იძულებული გავხდით, რეგიონები გვეღიარებინა." - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები