რუსეთი უფრო და უფრო მყარად ცდილობს საკუთარი ნაციონალურ ინტერესების დაცვას, მაგრამ თავს არავის ესხმის.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
,,ჩვენ არავის ვუტევთ, ჩვენ თავს არავის ვესხმით, ჩვენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ვიცავთ. ჩვენი დასავლელი, უმთავრესად ამერიკელი პარტნიორების უკმაყოფილებას კი სწორედ ეს ფაქტი იწვევს." - აღნიშნ მან.
პუტინმა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ერთმანეთს შეადარა და განმარტა, რომ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ათჯერ აღემატება.
პუტინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსკოვს დასავლეთთან საკუთარი ნაციონალური ინტერესების გათვალისწეინებით თანაბარ პირობებში ურთიერთობა სურს და თუ მათი პარტნიორების სურვილიც იქნება, იმოსკოვი მათათან თანამშრომლობას აუცილებლად გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები