საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროპული ოჯახისკენ დაიწყო სვლა და ასოცირების ხელშეკრუელბა ქვეყანას მოუტანს სტაბილურობას, უსაფრთხოებას და განვითარებას.
,,ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. საქართველო ინტენსიურად დაიწყო რეფორმების პროცესში. ასოცირების ხელშეკრუელბა არის ჩვენი ევროპეიზაციის გეგმა. Eეს იქნება უსაფრთხოების, სტაბილურობის, განვითარების საწინდარი და ხელს შეუწყობს რეფორმებს ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. Aამ პროცესი უნდა ჩაერთოს საქართველოს საზოგადოების ყველა წევრი. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დროულად გამოიყენოს შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ", -განაცხადა ბერუჩაშვილმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ.