პუტინმა ხოდორკოვსკის პოლიტიკური მოღვაწეობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება დართო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ხოდორკოვსკის რუსეთში ისეთივე უფლებები აქვს, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს.
"ბატონმა ხოდორკოვსკიმ ციხიდან შეწყალების თხოვნით მომმართა. რამდენადაც ვიცი, ის მაშინ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა. თუმცა როდესაც შეწყალების დოკუმენტს ვაწერდი ხელს, იმაზე ნამდვილად არ მიფიქრია, აპირებდა თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას. მას ავადმყოფი დედის ნახვა უნდოდა და შევიწყალე,"-განაცხადა პუტინმა.