რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს "დათვისთვის ჯაჭვების შებმა სურს." რუსულ-დასავლურ ურთიერთობებზე ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. "ნებისმიერ საკითხზე დასავლეთი ოპონირებას გვიწევს და გვებრძვის. ვალდაის კლუბში გამოსვლისას მე ჩვენი სიმბოლოს სიმბოლოს, დათვის მაგალითი მოვიყვანე, რომელიც ტაიგას იცავს. ხანდახან ვფიქრობ იმაზე, რა მოხდება, დათვი წყნარად რომ დაჯდეს, იკვებოს კენკრით და თაფლით და იყოს მშვიდად. მაშინ მაინც თუ მოასვენებენ მას? მაგრამ არა, დათვს მანამდე არ დაანებებენ თავს, სანამ ჯაჭვებს არ შეაბამენ. მას შემდეგ, კი რაც ეს მოხდება, დათვის კბილებს და ბრჭყალებს დააცლიან და ტაიგასაც წაართმევენ,"-განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები