იმ შემთხვევაში, თუ ნადეჟდა სავჩენკოს უდანაშაულობა დამტკიცდება, მას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ქალბატონი სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მაგრამ თუ მას დანაშაული არ დაუმტკიცდება, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლებენ,"-განაცხადა პუტინმა. უკრაინელი მფრინავი ქალი ნადეჟდა სავჩენკო რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს და ბრალად რუს ჟურნალისტებზე თავდასხმა წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები