რუსეთი დაეხმარება დონბას ისე, როგორც დღეს ეხმარება. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ პოროშენკო კრიზისის დარეგულირებით არის დაინტერესებული, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. "კიევს არ გაჰყავს ჯარები იქიდან, საიდანაც უნდა გაიყვანოს, მაგალითად, დონეცკის აეროპორტიდან. თუ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობის დამყარება სურს, დონბასის მცხოვრებთა ინტერესებს პატივი უნდა სცეს და მათზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს,"-განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები