პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერსაც გამოეხმაურა სადაც საუბარია შერჩევით სამართალზე.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში სასამართლო განმტკიცდება.
„ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანამ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგა. რა თქმა უნდა, ვითარება საქართველოში მარტივი არ არის. ხელისუფლების ცვლილებამ, მოიტანა გარკვეული ცვლილებები, განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით, მაგრამ გვჭირდება დრო სასამართლოებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ვიპოვნით პოლიტიკურ ბალანსს", _განმარტა მარგვალაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები