უამინდობა იაპონიაში. უხვთოვლობამ და ძლიერმა ქარბუქმა კუნძულ ხოკაიდოზე 3 ადამიანი იმსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი სატრანსპორტო მაგისტრალები. მნიშვნელოვნად დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემა. შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტებიც. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი 900-მდე სკოლაში შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები