საბერძნეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობას არჩევნების მეორე ტური გამოავლენს. პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა პირველი მცდელობით ვერ შეძლო. პრეზიდენტობის კანდიდატს, სტავროს დიმასს უმაღლესი ხელისუფალის პოსტზე დასამტკიცებლად 40 ხმა დააკლდა. არჩევნების მეორე და მესამე ტური 23 და 29 დეკემბერსაა დანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის არჩევას ვერ შეძლებს, პარლამენტი დათხოვნილ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები