პოროშენკო უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისკენ აბრუნებს. უკრაინის ლიდერის თქმით, ის უმაღლეს რადაში სპეციალურ კანონპროექტს შეიტანს, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც უკრაინას ბლოკში არშემავალი ქვეყნის სტატუსის მოეხსნება. "ბლოკში არშემავალი ქვეყნის სტატუსმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ვერ დაიცვა. ამიტომ, ქვეყანა ნატოში ინტეგრაციის კურსს უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს სტანდარტებზე გადავიყვანოთ,"-განაცხადა პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები