"ამერიკან ეარლაინსის" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა. ავიალაინერი, რომელიც სეული-დალასის რეისს ასრულებდა, ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის გამოც იძულებული გახდა ტოკიოში ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.