კუბაზე დაწესებულმა სანქციებმა შედეგი არ გამოიღო. ამიტომ, თეთრი სახლი ჰავანასთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს. ისტორიული განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონი კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზებას იწყებს, რაზეც შესაბამისი განკარგულებები სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა კუბასთან დიპლომატიური კავშირი 1961 წელს გაწყვიტა და ჰავანას პოლიტიკური და ეკონომიკური ემბარგო დაუწესა.
მასალის გამოყენების პირობები