მოაწერა თუ არა თეთრი სახლის ლიდერმა ხელი კონგრესის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელიც მას რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების, უკრაინისთვის კი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის უფლებას მისცემს? სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ ოფიციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ობამამ კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა, ხოლო თეთრი სახლი დოკუმენტის ხელმოწერის ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებს. კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ამერიკის პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.
მასალის გამოყენების პირობები