რომის პაპის დაბადების დღე ვატიკანში ორიგინალურად აღნიშნეს. წმინდა მოედანზე შეკრებილმა ასობით წყვილმა პონტიფიკოსის პატივსაცემად ტანგო იცეკვა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად ხორხე არიო ბერგოლიო 2013 წელს აირჩიეს. ის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ლათინოამერიკელი პაპი გახდა. ჯერ კიდევ პონტიფიკოსად არჩევამდე მომავალი პაპი აცხადებდა, რომ არგენტინული ტანგოს თაყვანისმცემელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები