თბილისში, თემქაზე, ე.წ. კათედების დასახლებაში, 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის აბაზანაში მოკლული იპოვნეს. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, აბაზანაში მოკლული შვილის მეგობრებმა იპოვნეს და სამართლადამცავებს შეატყობინეს.
მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი თავის შვილთან ერთად ცხოვრობდა და იგი ორი დღის განმავლობაში დაკარგულია.
ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე ექპსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი, ჯერჯერობით, პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.