უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალიური ვიზიტით პოლონეთს ეწვია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო შეხვედრას პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან და პრემიერ ევო კოპაჩთან გამართავს. უკრაინის ლიდერი პოლონეთის სეიმისა და სენატის წევრებსაც შეხვდება. პოროშენკო და კომოროვსკი მონაწილეობას პოლონურ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმშიც მიიღებენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ პოლონეთი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონის გაგზავნას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები