შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1956 წელს დაბადებული თენგიზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დაკავებულმა თელავში, სოფელ რუისპირში, თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს, 1978 წელს დაბადებულ ეკატერინე მ-ს ცივი იარაღით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ ეზოში გასულმა იმავე დანით თვითდაზიანება მუცლის არეში მიიყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ცოლ-ქმარი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონი მალევე გარდაიცვალა. თენგიზ ა. კი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს სტაციონარში განაგრძობს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი-დანა ნივთმკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).ა
მასალის გამოყენების პირობები