კაპელოს საახალწლოდ უხელფასოდ დატოვებენ. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწრთვნელისთვის გადასახდელი თანხა ფედერაციას არ გააჩნია. ნოემბერში "როსტრუდმა" ფედერაციას იტალიელი სპეციალისტისთვის სახელფასო დავალიანების გადახდა 19 დეკემბრამდე დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს, ნიკოლაი ტოლსტიხს შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცენ. ამ დროისათვის დავალიანება 181 მილიონ რუბლს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები