ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში მდებარე სასტუმრო ,,აფხაზეთის" ბედი დღემდე გაურკვეველია. სასტუმრო, ჯერ კიდევ ომამდე, შენობაში გაჩენილი ხანძარის შედეგად მთლიანად დაიწვა და მისი მხოლოდ კედლებია დარჩენილი,
რამდენიმე წლის წინ რუსმა ინვესტორმა სასტუმროები ,,აფხაზეთი" და ,,ტყვარეჩელი" 2 მილიონ დოლარად შეისყიდა და პირობა დადო, რომ სამ წელიწადში აღდგენილი და განახლებული ობიექტები ექსპლუატაციაში შევიდოდა.
2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, ამ პირობის შესრულება ვერ მოხერხდა და ორივე შენობა აქამდე გაურემონტებელია.
,,ეს სასტუმროები ინვესტორის კერძო საკუთრებაში რჩება და მათი უკან დაბრუნება რთული და თითქმის შეუძლებელი საკითხია. მით უმეტეს, მესაკუთრეს ყოვლწლიურად გადასახადების სახით ჩვენს ბიუჯეტში მილიონზე მეტი რუბლი შემოაქვს. აქედან გამომდინარე, ვფირობ, უკეთესია მის მფლობელობაშივე დარჩეს, ვიდრე სახელმწიფოს აღრიცხვაზე იმყოფებოდეს და მისგან არანაირ სარგებელი არ მივიღოთ." - განაცხადა სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სახელმწიფო საკუთრებისა და პრივატიზაციის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კაციამ.
აფხაზი ჟურნალისტები სოხუმის МВО-ს ( მოსკოვის სამხედრო ოლქის) და ПВО -ს (რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არმიის) სამხედრო სანატორიუმების მესაკუთრის ვინაობითაც დაინტერესდნენ.
კონსტანტინე კაციას თქმით, ორივე მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფოს საკუთრებაა და ამჟამად რუსეთის სამხედრო ბაზებს დროებით მფლობელობაში აქვთ გადაცემული.