„გაზპრომი"თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის გეგმებს კატეგორიულად უარყოფს. კონცერნის ოფიციალური წარმომადგენლის, სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, თანამშრომელთა შემცირებას კომპანია ჯერჯერობით არ გეგმავს. მისივე თქმით, 2015 წელს „გაზპრომის" თანამშრომელთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ 1 პროცენტით გაიზრდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონცერნი თანამშრომელთა 15 პროვენტის დათხოვნას აპირებდა, რუსულ მედიაში გუშინ გავრცელდა.