რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ბარაქ ობამა ხელს კვირის ბოლომდე მოაწერს. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. კანონპროექტს მხარი კონგრესმა გასულ შაბათს დაუჭირა. სანქციების ახალი პაკეტი მსხვილ რუსულ კომპანიებზე, მათ შორის, "როსობორონექსპორტზეც" გავრცელდება. კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი პრეზიდენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის უფლებასაც აძლევს. ამავე დროს, დუკუმენტით უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ამერიკის პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება.
მასალის გამოყენების პირობები