პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გარდაცვლილთა უმრავლესობა მუსლიმანური ტრადიციით, მზის ჩასვლამდე დაკრძალეს. თალიბთა მიერ განხორციელებულ მასშტაბურ ტერორისტულ აქტის პეშავარში 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვებია. სკოლის აფეთქების შედეგად დაზარალებული ათობით ბავშვი ამ დრომდე კლინიკებში იმყოფება. მომხდარის გამო პრემიერმა შარიფმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები