იემენში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ალ-ბეიდას პროვინციაში აფეთქებების სერიას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 20-მდე ბავშვია. ტერორისტებმა დანაღმული მანქანები შიიტური კლანის, ხუტის შტაბ-ბინასთან ააფეთქეს, მეორე ტერაქტი კი ქალაქ რადის სკოლასთან განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები