ლუკაშენკო "ნატოსა" და რუსეთს თანაბარ საფრთხეებად აღიქვამს. ამის შესახებ მან უშიშროებჰის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ბელარუსის ლიდერის თქმით, დასავლეთი სამხედრო ძალაზეა ორიენტირებული და საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იბრძვის, თუმცა არანაკლებ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებიც იწვევს. "პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გაკვირვებული ვარ იმით, თუ რაში ჭირდება მოსკოვს ბელარუსთან ასეთი პოლიტიკის წარმოება,"-განაცხადა ლუკაშენკომ. ურთიერთობა მოსკოვსა და მინსკს შორის დეკემბრის დასაწყისში გამწვავდა, როდესაც რუსეთმა ბელარუსული ხორცის იმპორტი შეაჩერა, ბელარუსმა კი საპასუხოდ რუსული მაკარონის იმპორტი აკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები