სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა. როგორც ჟურნალისტებს ნანუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატის ყოველწლიური ანგარიშის გაცნობის დაწყებამდე განუცხადა გასულ წელთან შედარებით, მისი მისამართით საგრძნობლად გაიზარდა მიმართვების რაოდენობა.
,,ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემთვის იყო ის, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სათანადო გამოძიება არ ტარდებოდა. ქალთა მიმართ ძალადობა კი იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი მიმდინარე წელს", _განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე განმარტებით, კვლავ პრობლემად რჩება რეკომენდაციების გათვალისწინების საკითხი ძალოვანი უწყებების მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები