თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვან გოგონას თავს კაცი დაესხა, თუმცა გოგონამ თავის დაცვის მიზნით თავმდამსხმელი მოკლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც ,,ჯი-ეჩ-ენს" უწყებაში განუცხადეს "არასრულწლოვანმა გოგონამ აუცილებელი მოგერიების დროს, თავდაცვის მიზნით დაჭრა კაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს და ის ამ დროისთვის ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული"_აცხადებენ უწყებაში.
კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება შსს-ში, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.