უკრაინის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. "ჩვენ შეგვიძლია ნატოში განაცხადი შევიტანოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსში მალე მიგვიღებენ. იმისთვის, რომ ნატოში შესვლა შევძლოთ, რამდენიმე პროცედურაა ჩასატარებელი. პირველ რიგში კანონში ცვლილება უნდა შევიტანოთ, შემდეგ აუცილებელი რეფორმები უნდა გავატაროთ, რათა ალიანსის სტანდარტებს დავუახლოვდეთ, და ბოლოს, უკრაინელი ხალხისგან თანხმობა უნდა მივიღოთ, რაშიც დარწმუნებული ვარ,"-აცხადებს არსენი იაცენიუკი.
მასალის გამოყენების პირობები