უკრაინას დეფოლტისგან თავის დასახსნელად 10 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. "იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები გაატაროს და დეფოლტის საფრთხეს თავი დააღწიოს, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდეა საჭორო. სხვა შემთხვევაში პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ. ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან აქტიურ მოლკაპარაკებებს ვაწარმოებთ,"-განაცხადა ვალერი ჩალიმ.
მასალის გამოყენების პირობები