ისლამისტები სირიაში პოზიციებს იმაგრებენ. ჯიჰადისტებმა გვიან საღამოს ვადი ალ დეიფის სამხედრო ბაზა აიღეს. ინტენსიური შეტაკებები ვალი ალ დეიფში 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას "ალ ნუსრას ფრონტისა" და "ჯუნდ ალ აკსას" მებრძოლები იღებდნენ. ამ დროისათვის ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფი "ალ ნუსრას ფრონტი" იდლიბის პროვინციას მთლიანად აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები