რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ქალმა ნადეჟდა სავჩენკომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მან შიმშილობა დაიწყო. პატიმრის ადვოკატის, მარკ ფეიგინის განცხადებით, განსასჯელი ექიმ-ოთოლარინგოლოგს ითხოვდა, რაზეც ციხის ადმინისტრაციისგან უარი მიიღო. პატიმარი შიმშილობის შეწყვეტას მანამდე არ აპირებს, სანამ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. ნადეჟდა სავჩენოს რუსეთის გენერალური პროკურატურა ლუგანსკში რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებას უყენებს, რასაც განსასჯელი კატეგორიულად უარყოფს. მისი მტკიცებით, რუსებმა ის უკრაინის ტერიტორიაზე დაატყვევეს და რუსეთში ამის შემდეგ გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები