დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის გაუფასურების ფონზე რუსული ეროვნული ვალუტა უფასურდება. დღეს დილით რუბლის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსი 63,4 რუბლით განისაზღვრა, ევროს ღირებულებამ კი 78 რუბლს გადააჭარბა. ინფლაციის მაჩვენებლის კატასტროფული ზრდის გამო რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10,5-დან წლიურ 17 პროცენტამდე გაზარდა.
მასალის გამოყენების პირობები