საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განაცხადებით, რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება ფუნდამენტურად ცვლის რეგიონში სიტუაციას. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა ასეთ ვითარებაში ქართული მხარის პრიორიტეტიია მოხდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობა.
,,ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ მივიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად დეტალურად ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს არ არის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელზეც საუბრობს რუსეთის ფედერაცია, არამედ ეს ფუნდამენტურად ცვლის რეგიონში სიტუაციას. ეს არის გამოწვევა, უსაფრთხოების კუთხით, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ამ თემაზე მიდის სერიოზული დიალოგი ყველა დონეზე და ყველა შეხვედრის დღის წესრიგში არის ეს საკითხი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები