საქართველოს საგარეო უწყებაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას პროვოკაციულს უწოდებენ. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა აღნიშნულ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
"ეს არის უფრო პოპულისტური და პროვოკაციული განცხადება ყველა იმ მოვლენის ფონზე რაც ხდება აი ამ ე.წ. ხელშეკრულების ერთ შემთხვევაში მოწერით და მეორე ასე ვთქვათ დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ეს ტექნიკურად შეუძლებელია რომ ეს ესე მოხდეს და მეორე, ჩვენ მიუხედავად ამ 20 წელზე მეტი არსებული კონფლიქტის, ამ ენერგო-თანამშრომლობის სფეროში, რა სტატუსკვოც არის და როგორც მუშაობდა ეს კაშხალი ეს თანამშრომლობა იყო ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითო და იმის მაგალითი რაც იწვევს ნდობას," - განაცხადა დავით კერესელიძემ.
ენგურჰესი, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.
რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მიერ სახელმწიფო კომპანია ,,ჩერნომორენერგოს" დოკუმენტების შემოწმების შედეგად, დარღვევების მთელი წყება აღმოაჩინეს.
ლომიას თქმით, მათ შორის ყველაზე ,,სენსაციური" იყო ის, რომ 2007 წლიდან ,,ჩერნომორენერგოს" ბალანსზე აღარ ირიცხება ისეთი საწარმოები, როგორიც ,,ენგურ-ჰესი" და ,,ვარდნილ-ჰესია.
"ორივე მათგანი ქართული ენერგოსისტემის კუთვნილებაში გადავიდა. ,,ჩვენ დღემდე ისიც არ ვიცით, ვიღებთ თუ არა ,,ენგურჰესიდან" მოგების იმ 40 %-ს, რაც გვეკუთვნის. პრეზიდენტმა და მთლიანად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ამ ობიექტის კუთვნილების საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ." - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, გენერაციის მთავარი ობიექტის მათ მფლობელობაში გადასვლა რთული პროცესია, მაგრამ არა - შეუძლებელი.
,,მართალია, ეს საკითხი დროში გაიწელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.