"ნოღაიდელს სერიოზულად არ ვუყურებ. იგივე შემიძლია ვთქვა ნინო ბურჯანაძეზეც",- აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაზეთ "24 საათთან" ინტერვიუში.
შს უწყების ხელმძღვანელის აზრით, ნოღაიდელის განცხადებები მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. რაც შეეხება ყოფილი პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის რუსეთში ვიზიტებს, მერაბიშვილი მას ნოღაიდელისა და ბურჯანაძის "სასოწარკვეთილებით" ხსნის.
"ის პოლიტიკოსები, ვინც მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე დადიან, ჯერ რეიტინგს კარგავენ და იქ მერე მიდიან და არა პირიქით - ჯერ მიდიან და მერე კარგავენ რეიტინგს... რუსეთში წასვლა და პუტინთან შეხვედრები მათი სასოწარკვეთილების ნიშანია. მათ შორის ნოღაიდელის შემთხვევაში",- აცხადებს მერაბიშვილი.
ამასთან, ის ადგილობრივი არჩევნების თემასაც ეხმიანება და ამბობს, რომ
ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს, სწორედ იმის გამო, რომ სუსტია.
გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე: რას ელით ადგილობრივი არჩევნების მერე, მერაბიშვილი იუმორით პასუხობს: საქართველოს დიდი ნაწილი ელის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, თუმცა მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ.