ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე "ეროვნული საბჭოს" მანიფესტაცია მიმდინარეობს. "ეროვნული საბჭოს" ლიდერბი და მათი მხარდამჭერები ვერის საკალათბურთო დარბაზიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით დაიძრნენ.
ოპოზიციის ერთი ნაწილის ლიდერები, 9 აპრილის მემორიალთან, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში "ეროვნული საბჭოს" ყრილობა დასრულდა.