ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ეროვნული საბჭოს სახელით ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი იბრძოლებს. "ეროვნულმა საბჭომ" თბილისის მერობის კანდიდატად კი ზვიად ძიძიგური დაასახელა.
დავითაშვილმა ძიძიგურს პრაიმერში გამარჯვება მიულოცა. ძიძიგურის განცხადებით, დავითაშვილის მხრიდან დამარცხების აღიარება არის პირველი პრეცენდენტი, რაც სასიხარულოა და პრაიმერში ჩემი გამარჯვებაც მხოლოდ ჩემს გამარჯვებას არ ნიშნავს ეს დავითაშვილის, მაისაშვილის და ეროვნული საბჭოს გამარჯვებაცაა.
"ჟურნალისტები მეკითხებიან რისი იმედი მაქვს და მე ვპასუხობ რომ მისი უდუდებულესობა ქართველი ხალხის"
როგორც ცნობილია, 6-8 აპრილს გაიმართა თბილისის პრაიმერი, სადაც ამომრჩეველი ირჩევდა თბილისის მერობის და საკრებოლოს წვერობის სასურველ კანდიდატებს.
სულ გამოიკითხა 12 ათასი ამომრჩეველი. მერობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. კონსერვატორი ზვიად ძიძიგური - 5 833 ხმა (51,9 პროცენტი) და კობა დავითაშვილი - ხალხის პარტია 5 414 ხმა (48,1 პროცენტი).