"ეროვნულმა საბჭომ" თბილისის მერობის კანდიდატად ზვიად ძიძიგური დაასახელა. ამის შესახებ ეროვნული საბჭოს პრაიმერის მთავარი კომისიის ხელმძღვანელმა ბიძინა სავანელმა დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ცნობილია, 6-8 აპრილს გაიმართა თბილისის პრაიმერი, სადაც ამომრჩეველი ირჩევდა თბილისის მერობის და საკრებოლოს წვერობის სასურველ კანდიდატებს.
სულ გამოიკითხა 12 ათასი ამომრჩეველი. მერობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. კონსერვატორი ზვიად ძიძიგური - 5 833 ხმა (51,9 პროცენტი) და კობა დავითაშვილი - ხალხის პარტია 5 414 ხმა (48,1 პროცენტი).